ხამსი: "ახლა წორედ იქ ვარ სადაც ყოველთვის მინდოდა"

4-06-2019, 20:56

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა, რომელიც იჯარით "ბაიერნში" იმყოფება, მედიის წარმომადგენლებთან მის გარშემო აგორებულ ჭორებს გამოეხმაურა და მომავალზე ისაუბრა.

"ამჟამად, სანაკრებო რეჟიმი მაქვს ჩართული, სიმშვიდეს ვინარჩუნებ და მხოლოდ კოლუმბიაზე ვფიქრობ. შემდეგ კი, ვნახოთ"

"ფიზიკურად, ძალიან კარგად ვარ. მჯერა, რომ თავს ყველაფერს ძალიან კარგად ვართმევ. მინდოდა, ვყოფილიყავი იქ, სადაც ეხლა ვარ და საკუთარ გზას ვადგავარ", - აღნიშნა ხამესმა.

გავრცელებული ინფორმაციით, კარლო ანჩელოტიმ როდრიგესს პირადად დაურეკა და "ნაპოლიში" გადმოსვლაზე დაიყოლია. თუმცა, "რეალი" მასში 60 მილიონ ევროს ითხოვს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით