კიდევ ერთი ტრანსფერი, "რეალის" მეორე მეგა გარიგება მიმდინარე ზაფხულში

4-06-2019, 23:37

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალი", "ოლიმპიკ ლიონის" ფრანგი მარცხენა მცველის, ფერლანდ მენდის ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 23 წლის ფეხბურთელი, მომავალ დღეებში ესპანეთში ჩაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში, მისი გადაბირება გაოფიციალურდება.

ცნობების მიხედვით, მენდის ტრანსფერი, ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობის გუნდს, 55 მილიონი ევრო დაუჯდება.

შეგახსენებთ, რომ "ლოს ბლანკოსმა" სულ ცოტა ხნის წინ, "ფრანკფურტიდან" ლუკა იოვიჩის ტრანსფერი გაასაჯაროვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით