ლუის სუარესი "ბარსელონადან" მიდის, სად გააგრძელებს ურუგვაელი კარიერას ცნობილია

5-06-2019, 00:03

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელი ნახევარმცველი, დეივიდ ბეკჰემი, მის კლუბში, ლუის სუარესს ეპატიჟება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ინტერ მაიამის" მფლობელები, რომელთა სიაში თავად ბეკჰემიც შედის, კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელს, მიმზიდველ ანაზღაურებას და არაჩვეულებრივ პირობებს სთავაზობენ.

ცნობების მიხედვით, ეს ტრანსფერი შესაძლოა 2020 წლის ზაფხულში ვიხილოთ, როდესაც ურუგვაელს 34 წლის ასაკში, მის ამჟამინდელ გუნდთან ერთად კონტაქტი ამოეწურება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული შემტევის გადაბირებით ამასთან ერთად, მადრიდის "ატლეტიკოა" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით