"რეალი" აზარს რამდენიმე საათში გააოფიციალურებს

5-06-2019, 15:27

როგორც ჩანს, მადრიდის "რეალმა" და ლონდონის "ჩელსიმ" ედენ აზარის თაობაზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს.

ცნობილი ესპანური ტელევიზიის, El Chiringuito-ს ინფორმაციით, "სამეფო კლუბი" ბელგიელი მოთამაშის ტრანსფერს უახლოეს საათებში გააოფიციალურებს.

წყაროს ცნობით, მადრიდული გრანდი "არისტოკრატებს" აზარის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს გადაუხდის.

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის ფინალის შემდეგ თავად ბელგიელმა მოთამაშემაც დაადასტურა, რომ ის ინგლისის დედაქალაქს ტოვებდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით