ერიქსენს "ტოტენჰემის" დატოვება სურს

5-06-2019, 15:51

ლონდონის "ტოტენჰემის" ლიდერი, კრისტიან ერიქსენი არ გამორიცხავს, რომ მომავალ ზაფხულში მან კლუბი გამოიცვალოს.

"ამ გუნდის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამაჩნია, თუმცა, მსურს, რომ რაიმე ახალი გამოვცადო."

"ზაფხულში გარკვეული ცვლილებები იგეგმება და იმედი მაქვს, ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც მინდა."

"ფეხბურთში ცვლილებები ხშირია. ყველას სურს, რომ სიახლეები ჰქონდეს კარიერაში." - აცხადებს ერიქსენი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით