"პსჟმ" ბუფონის წასვლა დაადასტურა

5-06-2019, 21:14

ფრანგულ "პსჟს" ლეგენდარული იტალიელი კიპერი, ჯანლუიჯი ბუფონი ტოვებს.

პარიზული კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, "პსჟმ" 41 წლის მეკარესთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა.

"მადლობა მინდა გადავუხადო ყველას. ერნესტ ჰემინგუეის აქვს ნათქვამი, რომ მხოლოდ ორი ადგილია სადაც მშვიდად ძილი შემიძლია. სახლი და პარიზი. მეც სწორედ იგივეს გავიმეორებ." - აცხადებს ბუფონი.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული იტალიელი პარიზში გასული სეზონის დასაწყისში გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით