ლიონელ მესი: "არგენტინა "კოპა ამერიკის" ფავორიტი არაა"

5-06-2019, 23:50

კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავი, ლიონელ მესი, 2019 წლის "კოპა ამერიკის" გათამაშებაზე საუბრობს:

"რა თქმა უნდა მოლოდინი როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც დიდია, თუმცა ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, ნაკრები ახლა თაობათა ცვლის პროცესშია და ამ დროის განმავლობაში სხვა ძლიერ გუნდებთან კონკურენციის გაწევა, საკმაოდ რთულია."

"სწორედ ასეთი სახის პრობლემის გამო, არგენტინა "კოპა ამერიკის" ფავორიტი არაა, თუმცა მიუხედავად ამისა, თითოეული ჩვენთაგანი ტიტულისთვის ბოლომდე იბრძოლებს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ტურნირი, 14 ივნისს დაიწყება და 7 ივლისამდე გაგრძელდება.



რა თქმა უნდა მოლოდინი როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც დიდია
run 3 free

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით