კარლ-ჰაინც რუმენიგე: "ბაიერნი" ლეროი სანეს გადაწყვეტილებას ელოდება"

6-06-2019, 00:03

მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი, გერმანელი კარლ-ჰაინც რუმენიგე, "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელზე, ლეროი სანეზე საუბრობს:

"ჯერ-ჯერობით მის სანაცვლოდ შეთავაზება "ქალაქელთათვის" არ გაგვიგზავნია, რადგანაც ამის გაკეთებამდე, თავად მოთამაშემ უნდა გადაწყვიტოს, მზადაა თუ არა ითამაშოს ჩვენი მაისურით."

"თუ ლეროი "ბაიერნს" ამჯობინებს პეპ გვარდიოლას გუნდს, მაშინ მისი ტრანსფერისთვის ყველაფერს გავაკეთებთ."

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზემოთ ხსენებული 23 წლის შემტევი, ბავარიულ გრანდში სავარაუდოდ 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით