"მანჩესტერ იუნაიტედი" კალიდუ კულიბალის ტრანსფერს უახლოვდება !

6-06-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედი", იტალიური "ნაპოლის" სენეგალელი ცენტრალური მცველის, კალიდუ კულიბალის ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეაპოლიტანელებს ოლე გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობის გუნდმა შეთავაზება უკვე გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც ინგლისელები ფეხბურთელის სანაცვლოდ, 80 მილიონ გირვანქას იმეტებენ.

ცნობების მიხედვით შესაძლოა გაცვლაში "იუნაიტედმა" ფილ ჯონსიც ჩართოს, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი, სულ ცოტა ხნის წინ გაახანგრძლივა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 27 წლის მოთამაშის გადაბირებით ამასთან ერთად, "მანჩესტერ სიტია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით