მბაპე "პარი სენ-ჟერმენს" დატოვებს

5-06-2019, 23:59

როგორც გავლენიანი გამოცემა AS იუწყება, "პარი სენ-ჟერმენისა" და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელ კილიან მბაპეს კლუბის შეცვლა სურს.

პირველ რიგში, ფორვარდი იმედგაცრუებულია იმით, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა ის მთავარ პენალტისტად არ დანიშნა და ამ ფუნქციას მეტწილად ნეიმარი და ედინსონ კავანი ასრულებდნენ.

ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ მსოფლიოს ფრანგი ჩემპიონი "პარი სენ-ჟერმენში" თავს მარტოსულად გრძნობს. მას არცთუ კარგი ურთიერთობა აქვს ნეიმართან, მეტიც, ისინი საერთოდ არ ურთიერთობენ ერთმანეთთან. 

კილიან მბაპეს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს.

მანამდე იწერებოდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონის გადაბირებით მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით