კეპა არისაბალაგა: "დავიდ დე ხეასთან ხშირად მაქვს კონტაქტი"

6-06-2019, 12:08

ლონდონის "ჩელსის" ესპანელი გოლკიპერი, კეპა არისაბალაგა, მის თანამემამულესა და "მანჩესტერ იუნაიტედის" კარის დარაჯზე, დავიდ დე ხეაზე საუბრობს:

"გადაწყვეტილებას იმის შესახებ თუ ნაკრებში ვინ უნდა ითამაშოს, მთავარი მწვრთნელი მიიღებს ჩვენი პერფორმანსების მიხედვით, ამიტომაც ამის გამო რომელიმე კონკურენტის მოძულება, გაუმართლებელი იქნება."

'დავიდ დე ხეასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს და მისგან რჩევებს ხშირად ვიღებ ხოლმე, მან ჩემთვის ერთგვარი მენტორის როლი შეითავსა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ნაკრები 6 ივნისიდან, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით