"პსჟ" "რეალის" ვარსკვლავით დაინტერესდა

5-06-2019, 23:36

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "პარი სენ-ჟერმენი" მადრიდის "რეალის" შემტევით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფომრაციის თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, პარიზელები "სამეფო კლუბიდან" გარეთ ბეილის გადმობირებას ეცდებიან.

როგორც ცნობილია, თავად ფეხბურთელსაც სურს მადრიდული კლუბის დატოვება, რადგან იგი  გუნდში არსებული სიტუაციით უკმაყოფილოა.

უელსელმა შემტევმა მიმდიანრე სეზონში "რეალის" მაისურით 39 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავის გამოჩენა 11 გატანილი გოლით და 3 საგოლე გადაცემით მოახერხა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ გარეთ ბეილის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 70 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით