ერიქსენი: "დროა რაღაც ახალი ვცადო"

5-06-2019, 23:43

კრისტიან ერიკსენმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ "ტოტენჰემის" დატოვება სურს.

27 წლის დანიელი ნახევარმცველი არ მალავს, რომ მადრიდის "რეალში" თამაშზე ოცნებობს, მაგრამ აცხადებს, რომ "ტოტენჰემს" ესპანური გრანდიდან შეთავაზება არ მიუღია.

"ისეთი გრძნობა მაქვს, რომ კარიერაში მივაღწიე ფაზას, როცა რაღაც ახალი უნდა ვცადო".

"თუ საინტერესო წინადადებები არ მექნება, შესაძლოა, ტოტენჰემში დავრჩე. გავაფორმებ თუ არა ახალ კონტრაქტს, ეს პირობებზეა დამოკიდებული",-- განაცხადა ერიკსენმა Ekstrabladet-თან ინტერვიუში.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით