გარეთ საუთგეიტი: "ჰარი კეინის თამაში საეჭვოა"

6-06-2019, 12:35

ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გარეთ საუთგეიტი, ერთა ლიგის 1/2 ფინალურ ეტაპზე საუბრობს:

"რაჰიმ სტერლინგი განაცხადში აუცილებლად იქნება, მან ტრავმის მოშუშება უკვე მოახერხა და მზადაა იასპარეზოს, თუმცა სამწუხაროდ იგივეს თქმა, კეინზე არ შეგვიძლია."

"დიახ, ჰარი ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოედანზე გამოვიდა, თუმცა ეს რეაბილიტაციის პროცესის დასრულებას ნამდვილად არ ნიშნავს, ამიტომაც მისი თამაში, ჯერაც საეჭვოა, სავარაუდოდ ყველაფერი დღევანდელ სამედიცინო შემომწებაზე გაირკვევა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ნაკრები, 6 ივნისს, ჰოლანდიას დაუპირისპირდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით