კლოპი: "ლივერპულიდან" წასვლას არ ვგეგმავ!"

6-06-2019, 00:26

"ლივერპულის" თავკაცი იურგენ კლოპი მის მიმართ აგორებულ ჭორებს გამოეხმაურა.

"ბეკენბაუერს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ "ლივერპულთან" გრძელვადიანი კონტრაქტი მაქვს და წასვლას არ ვგეგმავ".

"ისიც უნდა ვთქვა, რომ გერმანიაში "დორტმუნდსაც" და "ბაიერნსაც" ძალიან კარგი მწვრთნელები ჰყავთ და მათ თავიანთი საქმე იციან", – განაცხადა იურგენმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ბეკენბაუერმა განაცხადა, რომ ის იურგენ კლოპს "ბაიერნში" სიამოვნებით იხილავდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით