ფელიში: "მასთან ერთად თამაში დიდი მოტივაციაა"

6-06-2019, 15:49

"ბენფიკასა" და პორტუგალიის ეროვნული  ნაკრების 19 წლის შემტევმა ჟოაუ ფელიშმა  მედიის წარმომადგენლებთან საკუთარი მომავლისა და კრიშტიანუ რონალდოს შესახებ ისაუბრა.

"ახლა მთელი ჩემი ყურადღება ეროვნული გუნდისკენაა მიპყრობილი. ერთა ლიგის დამთავრების შემდეგ კი მომავალი კარიერის საკითხებს გადავწყვეტ".

"ამჟამად ნაკრებში კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად ვარ. ასეთ მონსტრთან ვარჯიში დიდ გამოცდილებას მძენს და გაორმაგებულ მოტივაციას მიჩენს", - ციტირებს ფელიშს Goal-ი.

აქვე მოგახსენებთ, რომ პორტუგალიელის შეძენით რამდენიმე ევროპული გრანდია დაინტერესებული. მათ შორის "მანჩესტერ სიტიც", რომელიც ფეხბურთელში 106 მილიონ გირვანქას გადახდას აპირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით