ბუფონის წასვლის შედეგ "პსჟ" დე ხეას მიმართ გააქტიურდა

6-06-2019, 16:16

როგორც გავლენიანი გამოცემა The Times იუწყება, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "პარი სენ-ჟერმენი" ესპანელი მეკარის, დავიდ დე ხეას შეძენას შეეცდება

პარიზულ კლუბში ესპანელს ჯიჯი ბუფონის შემცვლელად მოიაზრებენ.

რამდენს გადაიხდიან პარიზელები ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ბუფონს "პსჟ"-სთან კონტრაქტი წლევანდელ ზაფხულამდე აკავშირებდა, ერთწლიანი გაგრძელების პერსპექტივით. ამასთან, ამბობენ, რომ იტალიელი კიპერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს.

გამოცემა მიუთითებს, რომ დე ხეა და "მანჩესტერი" კვლავაც ვერ თანხმდებიან ახალ კონტრაქტზე.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით