კაკა: "მალდინი "მილანისთვის" სწორი არჩევანია"

6-06-2019, 21:13

როგორც იტალიურ პრესაში იწერებიან, "მილანის" ტექნიკურ დირექტორად ძალიან მალე პაოლო მალდინი დაინიშნება. გარდა ამისა, ხელმძღვანელობაში ზვონიმირ ბობანიც იქნება.

აღნიშნულის შესახებ "მილანის" ყოფილმა შემტევმა კაკამ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"მე და ბობანი ერთმანეთს ხშირად ვესაუბრებით, თუმცა მის მომავალზე არაფერი არ ვიცი. როგორც ვიცი, შესაძლოა, გუნდის ტექნიკურ დირექტორად მალდინი დაინიშნოს და ვფიქრობ, როსონერი სწორ გზას ადგას".

"მალდინი ჩემთვის სამაგალითოა. ის წლებია "მილანში" დაბრუნებას ელოდება. ზოგადად, "მილანთან" განშორება ძალიან რთულია. სადაც უნდა ვიყო, მათ თამაშებს სულ ვუყურებ და მათ გარშემო არსებულ სიახლეებს ყოველთვის ვეცნობი".

"ძალიან ვწუხვარ, რომ "როსონერი" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა. მათ ძალიან ცოტა დააკლდათ", - ციტირებს კაკას Sky Sport Italia-ს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით