მესი: "მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, მას ვერასდროს ვაჯობე"

6-06-2019, 20:15

"ბარსელონას" არგენტინელმა ლიდერმა ესპანური პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში თავისი კარიერის მანძილზე ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე დაასახელა.

"ოქროს ბურთის" ხუთგზის მფლობელისთვის ასეთი მოთამაშე, "მილანის" ლეგენდარული იტალიელი მცველი ალესანდრო ნესტა აღმოჩნდა.

"კარიერის მანძილზე ბევრ ძლიერ ოპონენტს შევხვედრილვარ, თუმცა ნესტა ყველასგან განსხვავდებოდა. რამდენჯერმე ვცადე მის წინააღმდეგ ჩემი თამაში მეჩვენებინა, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა".

"იტალიელი ფანტასტიკური ფეხბურთელი იყო და ამას ზედმეტი საუბარი არ სჭირდება. ცუდია, რომ მან უკვე დაასრულა კარიერა, რადგან ვერასდროს ვაჯობებ", - განაცხადა მესიმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით