"ბარსელონას" "არსენალის" ფეხბურთელით დაინტერესდა

6-06-2019, 23:14

დღეს პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კატალონის "ბარსელონა" ლონდონის "არსენალის" მცველის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად ეცდებიან, "ლონდონელთა" რიგებიდან  სიდ კოლასინაჩი გადმოიბირონ.

როგორც ცნობილია, კატალონიური კლუბი უახლოეს პერიოდში ოფიციალური წინადადებით მიმართავს "არსენალს".

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ბოსნიელი ფეხბურთელის ამჟმინდელი სატრანსფერო ფასი 20 მილიონი ევროა.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით