"ლივერპული" ანდრესონის შეძენით დაინტერესდა

6-06-2019, 23:59

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ლივერპული" "ვესთ ჰემის" შემტევის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "წითლები" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად ეცდებიან, ლონდონელებისგან, ფილიპე ანდერსონის გადმობირებას.

როგორც ცნობილია, "მერსესაიდელთა" გერმანელ თავკაცს, იურგენ კლოპს სურს, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელით სათადარიგო სკამი გააძლიეროს.

უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ფილიპე ანდრესონმა მიმდინარე სეზონში "ვესთ ჰემის" მაისურით 38 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 9 გატანილი გოლით და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით