"ინტერი" კრისტიან ერიქსენის ტრანსფერს უახლოვდება !

7-06-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მილანის "ინტერი", ლონდონის "ტოტენჰემის" დანიელი ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნერაძური" მზადაა მოთამაშის სანაცვლოდ 75 მილიონი გირვანქა გაიმეტოს და გაცვლაში საჭიროების შემთხვევაში, ხორვატი თავდამსმელი, ივან პერისიჩიც ჩართოს.

ცნობების მიხედვით, 26 წლის ფეხბურთელის გადაბირება ყველაზე მეტად, "ინტერის" ახალ თავკაცს, ანტონიო კონტეს სურს, რომელიც ამ პოზიციაზე, რამდენიმე დღის წინ დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა მოთამაშემ, "ტოტენჰემის" დატოვების სურვილი, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გამოთქვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით