ბლეზ მატუიდი: "იუვენტუსში" ბედნიერი ვარ"

7-06-2019, 12:08

ტურინის "იუვენტუსის" ფრანგი ნახევარმცველი, ბლეზ მატუიდი, მის მომავალზე საუბრობს:

"არ ვიცი რა თქმა უნდა მომდევნო სეზონებში რა მოხდება, თუმცა ამჟამად თავს შესანიშნავად ვგრძნობ, არაჩვეულებრივ კლუბში ვარ, რომელიც ყოველთვის მოგებისთვის იბრძვის და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია."

"ოჯახის წევრები და მეგობრები იტალიაში ცხოვრებას ადვილად შეეჩვივნენ, ადგილობრივებმაც ბრწყინვალე დახვედრა მოგვიწყეს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 31 წლის ფეხბურთელი "იუვენტუსის" რიგებში, 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენიდან" გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით