მბაპემ გადაწყვეტილება მიიღო

7-06-2019, 14:15

As-ის ცნობით, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ახალგაზრდა თავდამსხმელი კილიან მბაპე მადრიდის "რეალში" გადასვლა აპირებს.

რაც მთავარია, კილიანის სურვილია, რომ ზინედინ ზიდანის პროექტს შეუერთდეს მადრიდის "რეალში".

მართალია, პსჟ-ს 19 წლის ვარსკვლავის გაყიდვა არ უნდა, მაგრამ შესაძლოა ფეხბურთელის ნება-სურვილმა ყველაფერი შეცვალოს. აღსანიშნავია, რომ თავად ზიდანი და "რეალიც" დაინტერესებულნი არიან მბაპეს შეძენით.

ჯერჯერობით, შესაძლო ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა.

შეგახსენებთ, რომ მბაპე პსჟ-მ 2017 წელს "მონაკოდან" 180 მილიონ ევროდ შეიძინა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით