დე ლიხტი "პსჟ"-ში გადავა

7-06-2019, 15:09

როგორც გამოცემა ESPN გვამცნობს, ამსტერდამის "აიაქსის" მცველი და კაპიტანი მატეის დე ლიხტი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, შესაძლოა, საფრანგეთში აღმოჩნდეს.

19 წლის ჰოლანდიელის გადასაბირებლად ბრძოლაში ფავორიტი პარიზული "პარი სენ-ჟერმენია".

კლუბის ყოფილი სპორტული დირექტორი, ლეონარდო, რომელიც მალე კვლავ დაუბრუნდება პარიზელებს, აქტიურად ელაპარაკება ფეხბურთელის აგენტს, მინო რაიოლას.

საფრანგეთის ჩემპიონის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ მიუხედავად დიდი კონკურენციისა "მანჩესტერ იუნაიტედის", "ბარსელონასა" და "იუვენტუსის" მხრიდან, ჭაბუკი ჰოლანდიელი მათი საკუთრება გახდება.

თავად დე ლიხტი, ისევე როგორც რაიოლა, მიიჩნევს, რომ "პსჟ"-ში გადასვლა მისთვის კარიერული წინსვლა იქნება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით