ბენტი: "ერიქსენთან პრეტენზია არავის უნდა ქონდეს"

7-06-2019, 14:43

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის "ტოტენჰემის" ყოფილმა შემტევმა დარენ ბენტიმ მედიის წარმომადგენლებთან კრისტიან ერიქსენის შესახებ იაუბრა.

"თუ ერიქსენი კლუბს დატოვებს, ამ გუნდის გულშემატკივრებს პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ".

"დანიელმა "დეზებისთვის" ყველაფერი გააკეთა".

"ცხადია, ის გუნდისთვის დიდი დანაკლისი იქნება, მაგრამ ის უკვე 27 წლის არის და შესაძლოა, ფიქრობდეს, რომ წასვლის დრო მოვიდა".

"არ ვიცი, რამდენს გადაიხდის "რეალი" ერიქსენის სანაცვლოდ. მათ უკვე საკმაოდ დიდი ფული დახარჯეს", -ციტირებს  ბენტს Sky Sports-ი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით