სმოლინგი: "მომდევნო სეზონს ახალი ძალებით დავიწყებთ"

7-06-2019, 16:07

"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა კრის სმოლინგიმ მედიის წარმომადგენლებთან  მომდევნო სეზონის შესახებ საკუთარ მოლოდინებზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, გუნდმა მომდევნო სეზონში სტაბილურად უნდა ითამაშოს. ვიცით, რომ ბევრი სამუშაო გვაქვს".

"ოლესთან ერთად გუნდს საკმაოდ საინტერესო პრესეზონი ელოდება. შემდეგ უნდა დავბრუნდეთ და ყველას ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია".

"თუ გვინდა, რომ მომდევნო სეზონში ცხრილში მაღალ ადგილზე ვიყოთ, სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ", - განაცხადა ინგლისელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით