კოპა ამერიკას შემდეგ კოუტინიო "ბარსელონას" დატოვებს

7-06-2019, 18:49

"ბარსელონას" ბრაზილიელი ნახევარმცველის ფილიპე კოუტინიოს კლუბიდან შესაძლო წასვლაზე კარგა ხანია იწერება.

ფაქტია, 26 წლის ფეხბურთელმა ვერაფრით მოახერხა კატალონიურ გრანდში ადაპტირება და ვითარების შეცვლა უახლოეს მომავალში სურს.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა წასვლის სურვილის შესახებ უკვე აცნობა თავის აგენტებსა და "ბარსელონას" ხელმძღვანელობას.

"ბარსელონა" ფეხბურთელს 110 მილიონად შეელევა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით