"ბარსელონა" ჯანლუიჯი ბუფონის ტრანსფერს უახლოდება !

8-06-2019, 01:21

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონა", ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" იტალიელი გოლკიპერის, ჯანლუიჯი ბუფონის ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანურ გრანდს სურს ჰოლანდიელი იასპერ სილესენის შემცვლელი რაც შეიძლება მალე მოძებნოს თანაც დაბალ ფასად, ამიტომაც მათ რადარზე ბოლო დროს ბუფონიც გამოჩნდა.

ცნობების მიხედვით, "ბლაუგრანა" 41 წლის ფეხბურთელთან 1 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მის სათამაშო დროს ძირითადად, "კოპა დელ რეის" ტურნირზე გადაანაწილებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელი პარიზულ კლუბში, 2018 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით