დენიელ უელბეკმა "არსენალი" დატოვა !

8-06-2019, 01:30

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "არსენალი", ინგლისელმა თავდამსხმელმა, დენიელ უელბეკმა დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 28 წლის შემტევმა და გუნდის ხელმძღვანელობამ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, შეთანხმებამდე მისვლა ვერ მოახერხეს, რის შედეგადაც მოთამაშემ "მეთოფეთა" რიგებში ასპარეზობაზე უარი თქვა.

ცნობების მიხედვით, უელბეკი 30 ივნისს თავისუფალი აგენტი გახდება და გუნდებთან მოლაპარაკების დაწყების უფლება მიეცემა.

შეგახსენებთ, რომ "არსენალს", ზაფხულის სატრანსფერი ფანჯრის დროს, ზემოთ ხსენებულ ფეხბურთელთან ერთად, სტეფან ლიხშტაინერი და პეტრ ჩეხიც დაემშვიდობებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით