"ლივერპულს" ალბერტო მორენო და დანიელ სტარიჯი ტოვებენ !

8-06-2019, 01:36

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მერსესაიდულ "ლივერპულს", ესპანელი მარცხენა მცველი, ალბერტო მორენო და ინგლისელი თავდამსხმელი, დენიელ სტარიჯი ტოვებენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოთამაშეებს მეტი სათამაშო დროის მიღება სურთ, თუმცა მაღალი კონკურენციის გამო, შანსები იმისა, რომ მომდევნო სეზონში მათი მდგომარეობა შეიცვლება, საკმაოდ დაბალია.

სწორედ ამ მიზეზით, მათ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადეს და სამომავლო გუნდების ძიება დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელების გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, კატალონიის "ბარსელონაა" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით