ვინ შეცვლის ნეიმარს ბრაზილიის ნაკრებში ?!

8-06-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტე ლეონარდომ, "კოპა ამერიკის" ტურნირისთვის ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის, ნეიმარ ჟუნიორის შემცვლელი უკვე მოძებნა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის შემტევმა ტრავმა რამდენიმე დღის წინ, ყატარის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო და დიდი ალბათობით, ტურნირის დასრულებამდე გამოჯანმრთელებას ვერ მოახერხებს.

სწორედ ამიტომაც, ტიტემ მის შემცვლელს ლონდონის "ჩელსიში", ვილიან და სილვაში მიაგნო, რომელიც მადრიდის "რეალის" ამომავალ ვარსკვლავს, ვინიციუს ჟუნიორს ამჯობინა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გათამაშება 15 ივნისს დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით