"რეალის" ისტორიაში 5 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი

8-06-2019, 16:55

გუშინ მადრიდის "რეალმა" 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ ედენ აზარი გაიფორმა. ბონუსების გათვალისწინებით, იგი კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.

ალბათ საინტერესოა, თუ როგორ განვითარდა ბელგიელ შემტევამდე 5 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის ისტორია მადრიდის "რეალში".

პირველი რიკარდო კაკაა, რომელიც ფლორენტინო პერესის ახალი გალაქტიკოს შენების ერთ-ერთი პირველი აგური გახლდათ. 2009 წელს ჯერ კიდევ ოქროს ბურთის ვიცე-მფლობელი 67 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა მადრიდში. მასზე საკმაოდ დიდი იმედებიც მყარდებოდა, რომელიც, სამწუხაროდ, ტრავმიანობის გამო არ გამართლდა. მან მადრიდში 4 წელი დაჰყო და საბოლოოდ, ესპანეთის დედაქალაქში თავი ვერაფრით დაგვამახსოვრდა.

კიდევ ერთი ძვირადღირებული ტრანსფერი ხამეს როდრიგესია, რომელმაც თეთრი ფორმა 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ მოირგო. იგი პირველივე წელს ლა ლიგის საუკეთესო ნახევარმცველად დასახელდა, მაგრამ, ამის შემდგომ დაიწყო დაღმასვლა და საბოლოოდ, ორი წლის წინ მიუნხენის "ბაიერნში" მოუწია იჯარით წასვლა. ახლა კოლუმბიელი ფეხბურთელი კვლავ ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნდა, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი ზიდანის გუნდში დარჩეს.

მორიგი და ალბათ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი, ზინედინ ზიდანი გახლავთ. ფრანგი გენიოსი "სამეფო კლუბმა" 2001 წლისთვის სარეკორდო ფასად, 77.5 მილიონ ევროდ შეიძინა და მან მოლოდინი სრულად გაამართლა. ზიდანმა კლუბთან ერთად პირველივე წელს ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა. ამასთან ერთად მან ლა ლიგა, ესპანეთისა და ევროპის სუპერთასები და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. საფეხბურთო კარიერის დასრულებიდან 10 წლის შემდეგ კი უკვე მწვრთნელის რანგში ჩაუდგა "რეალს" სათავეში. დანარჩენი კი უკვე განუმეორებელი ისტორიაა.

შემდეგი ტრანსფერი უკვე კრისტიანო რონალდოა. ფეხბურთელი, რომელში გადახდილი თითოეული ცენტიც გამართლებულია. 2009 წელს სარეკორდო ფასად, 94 მილიონ ევროდ დამატებული პორტუგალიელი, რომელმაც მსოფლიო ფეხბურთის ისტორია შეცვალა. 438 თამაშში გატანილი 451 გოლი. ამაზე კარგი შედეგის მიღწევა უბრალოდ შეუძლებელია. 4 ჩემპიონთა ლიგისა და ოქროს ბურთის ბურთის მოგების შემდეგ, 33 წლის ასაკში "რეალმა" იგი 100 მილიონ ევროდ გაყიდა. მართლაც შეუძლებელია, რომ მისი მადრიდში გადაბარგება ისტორიაში საუკეთესო ტრანსფერად არ დასახელდეს.

და ბოლოს, გარეთ ბეილი, რომელიც ჯერ კიდევ რჩება "რეალის" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერად. მან თეთრი მაისურით უკვე 6 სეზონი გაატარა, საიადანაც ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა. ევროთასებზე ამ ისტორიულ წარმატებაში უელსელმაც ლომის წილი დაიდო და ფინალებშიც არაერთი გოლი გაიტანა. და მაინც, ბევრი გულშემატკივარი ფიქრობს, რომ მისი ტრანსფერი ვერ გამართლდა. მართლაც რთულია, ამ აზრს არ დაეთანხმო. მან ხომ ჯერ კიდევ ვერ შეძლო ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილის მოპოვება. მაგრამ, ტიტულები სხვა რამეზე მეტყველებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით