ბეილს "რეალიდან" წასვლა არ სურს, მაგრამ მაინც გაუშვებენ

8-06-2019, 17:32

როგორც გავლენიანი გამოცემა AS იტყობინება, მადრიდის "რეალი" და გარეთ ბეილი ვერ რიგდებიან. ~

წყაროს ცნობით, "სამეფო კლუბმა" უკვე აცნობა ფეხბურთელს, რომ მასთან თანამშრომლობა აღარ სურს და გაყიდვა უნდა. თავის მხრივ, უელსელს მადრიდიდან აბარგება არ სურს.

ბეილი ზინედინ ზიდანის გეგმებში არ ჯდება და მისი სათამაშო დრო ედენ აზარისა და ლუკა იოვიჩის შეძენის შემდეგ დიდი ალბათობით, კიდევ უფრო შემცირდება. მაგრამ, როგორც გარეთს ეს დიდად არ ანაღლვებს.

შეგახსენებთ, რომ ბეილი "რეალმა" 2013 წლის ზაფხულში ლონდონის "ტოტენჰემიდან" შეიძინა. ერთ-ერთი ინფორმაციით, ესპანელები უელსელის გამოყენებას პოლ პოგბას ტრანსფერში გეგმავს.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით