რამოსი რეკორდსმენია

8-06-2019, 18:09

მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა სერხიო რამოსმა ყოფილი თანაგუნდელის, იკერ კასილიასის რეკორდი დაამხო.

ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში ესპანეთმა ფარერები 4:1 დაამარცხა და ეს რამოსის 164-ე სანაკრებო მატჩში 122-ე გამარჯვება იყო, რაც მსოფლიო რეკორდია.

ამოსისა და კასილიასის (121 გამარჯვება) შემდეგ მოდიან ჩავი და ანდრეს ინიესტა, რომლებმაც შესაბამისად, 100 და 96 სანაკრებო მატჩი მოიგეს.

თუმცა, რამოსს თავისი რეკორდის გაუმჯობესება ახლო მომავალში კიდევ უფრო შეეძლება და მისი გადასწრების შანსი ამ გადმოსახედიდან ყველაზე მეტად კრიშტიანუ რონალდუს აქვს, რომელმაც პორტუგალიის ნაკრებთან ერთად 92 თამაში მოიგო და ხსენებულ ნუსხაში მეხუთე ადგილზეა.

სხვათა შორის, 33 წლის მცველმა ფარერების ნაკრებთან მატჩში გოლიც გაიტანა. საერთოდ, სერხიომ ესპანეთის ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 7 მატჩში 6 გოლის გატანა შეძლო, რაც მცველისთვის საოცარი მაჩვენებელია.






კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით