მორიგი შოკი, აზარის შემდეგ "რეალი" კიდევ ერთ ვარსკვლავს ყიდულობს

8-06-2019, 21:59

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა The Mirror იტყობინება, ლონდონის "ჩელსიდან" ედენ აზარის გადაბირების შემდეგ, მადრიდული გუნდი "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის - პოლ პოგბას ყიდვას შეეცდება.

ფრანგი ფეხბურთელის ხილვა საკუთარ გუნდში ზინედინ ზიდანს სურს.

გასულ სეზონში პოგბამ "იუნაიტედის" მაისურით ჩატარებულ 47 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ნახევარმცველს "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. მისი გამოსასყიდი თანხა 90 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით