მილან შკრინიარი: "ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობის "ინტერი", სერია ა-ს ტიტულისთვის იბრძოლებს"

9-06-2019, 12:08

მილანის "ინტერის" სლოვაკი ცენტრალური მცველი, მილან შკრინიარი, მომდევნო სეზონზე საუბრობს:

"გასულ გათამაშებაში ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება მოვახერხეთ, თუმცა 2019/20 წლების სერია ა-ში, ეს ყოველივე, თანაც ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით, გულშემატკივრებისთვის საკმარისი აღარ იქნება."

"გუნდმა ახალი თავკაცის დანიშვნით, დიდი მიზანი დაისახა რაც "სკუდეტოსთვის" ბრძოლაა, ამიტომაც ვნახოთ მომავალში რა მოხდება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა იტალიელმა სპეციალისტმა მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, არგენტინელი ლუჩიანო სპალეტი, რამდენიმე კვირის წინ შეცვალა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით