ბლეზ მატუიდი: "კრიშტიანუ რონალდუს ყველა ტიტულის მოპოვება სურს"

9-06-2019, 12:35

ტურინის "იუვენტუსის" ფრანგი ნახევარმცველი, ბლეზ მატუიდი, გუნდის ლიდერსა და პორტუგალიელ ვარსკვლავზე, კრიშტიანუ რონალდუზე საუბრობს:

"კრიშტიანუ ერთ-ერთი ყველაზე მშრომელი ადამიანია ვინც კი ოდესმე მინახავს, მისი ვარჯიშის ყურებით, სურვილი გიჩნდება იგივე გააკეთო და სესიაზე ბოლომდე დაიხარჯო."

"მას რა თქმა უნდა ყველა ტიტულის მოპოვება სურს, ამიტომაც ეს მონდომება მთლიან გუნდზე ვრცელდება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 32 წლის მოთამაშე იტალიურ გრანდში, 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენიდან" გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით