რივალდო ფანებს მიმართავს: "ფეხბურთი უბრალოდ ბიზნესია"

8-06-2019, 22:05

კატალონიის "ბარსელონასა" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ლეგენდამ, რივალდომ, განაცხადა, რომ ფეხბურთი მხოლოდ ბიზნესად იქცა.

"მიმდინარე ზაფხულში არაერთ ხმაურიან ტრანსფერს ვიხილავთ."

"გასულ კვირაში ერიქსენმა თქვა, რომ კლუბის გამოცვლა უნდა. დღეს აზარი შეუერთდა მადრიდის "რეალს". გრიზმანიც ტოვებს თავის გუნდს."

"ფანებმა უნდა იცოდნენ, რომ ფეხბურთელის წასვლა კლუბიდან მათ უპატივცემულობას არ ნიშნავს. უბრალოდ ეს სურვილია, რომ რაღაც ახალ ეტაპზე გადახვიდე."

"ფეხბურთი, ეს ბიზნესის ნაწილია. ვისაც მეტი ფული აქვს, ის ახერხებს საუკეთესოების შეძენას და ეს ლოგიკურია." - აცხადებს რივალდო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით