ფილიპე კოუტინიოს მომავალი გარკვეულია

8-06-2019, 23:16

როგორც ჩანს, მიმდინარე ზაფხულის პერიოდში კატალონიის "ბარსელონაში" სერიოზული ცვლილებები მოხდება.

ესპანური რადიო cadena ser-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანას" 26 წლის ფეხბურთელს, ფილიპე კოუტინიოს კლუბის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.

წყაროს ცნობით, ბრაზილიელი ნახევარმცველი უკვე ესაუბრა კატალონიური გრანდის მესვეურებს და მათ ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა.

როგორც ცნობილია, თავად კლუბში იმედოვნებენ, რომ მის სანაცვლოდ 105 მილიონ ევროს მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ კოუტინიო "ბარსაში" გასული წლის იანვარში, 142 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით