კალდერონი: "რონალდოს ჩანაცვლება შეუძლებელია"

8-06-2019, 21:24

გუშინ მადრიდის "რეალმა" ედენ აზარის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ბელგიელ შემტევს ევროპული პრესა კრისტიანო რონალდოს შემცვლელად მიიჩნევს.

თუმცა, სხვა აზრზეა "სამეფო კლუბის" ყოფილი პრეზიდენტი, რამონ კალდერონი.

"აზარი ტოპ ხუთ ფეხბურთელს შორის შედის. მას ნებისმიერი კლუბი ისურვებდა."

"თუმცა, რონალდოს ჩანაცვლება შეუძლებელია. მისი მსგავსი ფეხბურთელი არასდროს მინახავს."

"ის უბრალოდ ყოველდღე დგება და ვარჯიშობს, რათა წინა დღეზე უკეთესი იყოს. და რაც მთავარია, ამ ყველაფერს ახერხებს. რონალდოს მსგავსის პოვნა შეუძლებელია." - აცხადებს კალდერონი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით