რონალდომ ქომაგთან შესახვედრად ავტობუსი გააჩერა

9-06-2019, 14:37

დღეს ერთა ლიგის ფინალი გაიმართება, რომელშიც პორტუგალიის ეროვნული ნაკრები ჰოლანდიას დაუპირისპირდება.

ერთ-ერთი ვარჯიშის წინ პორტუგალიელთა ლეგენდარულმა ფორვარდმა, კრისტიანო რონალდომ სამაგალითო საქციელით გამოიჩინა თავი.

კერძოდ, როდესაც გუნდი ვარჯიშზე მიდიოდა, ავტობუსთან გუნდის 11 წლის ქომაგი გამოჩნდა წარწერით: "კრისტიანო, გთხოვ ჩამეხუტე."

34 წლის ფეხბურთელმა ავტობუსის გაჩერება მოითხოვა, რათა პატარა ბიჭთან ერთად სურათები გადაეღო. ეს ფაქტი მალევე მოედო ინტერნეტსივრცეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით