ევროთასებში ცვლილებებს პრემიერლიგის კლუბებიც ეწინააღმდეგებიან

9-06-2019, 14:40

მოგეხსენებათ, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ევროთასებზე ცვლილებებს და ახალი ჩემპიონატის შექმნას გეგმავს.

აღნიშნულ ფაქტს მალევე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები, იტალიის სერია ა-ს და ესპანეთის ლა ლიგის სახით. მათ რიგებს კი ინგლისის პრემიერლიგაც შეუერთდა.

ბრიტანული გამოცემა The Times-ის ინფორმაციით, მომავალ კვირაში პრემიერლიგისა და UEFA-ს წარმომადგენლები შეხვდებიან და აღნიშნულ საკითხს განიხილავენ. წყაროს ცნობით, ინგლისელებს არ სურთ, რომ ევროთასები შუა კვირის ნაცვლად უიქენდებზე გაიმართოს.

შეგახსენებთ, რომ UEFA ამ ცვლილების განხორციელებას 2024 წელს აპირებდა, თუმცა, მოწინააღმდეგეთა სიმრავლის გამო შესაძლოა ეს გეგმა ჩაიშალოს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით