ლიგის ფინალში მოედანზე შევარდნილი მოდელი: "ვერ წარმოიდგენთ სოც. ქსელში ვინ მომწერა"

9-06-2019, 19:27

როგორც მოგეხსენებათ, 1 ივნისს, მადრიდში ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი შედგა. რომლის დროსაც,  მატჩის პირველი ნახევრის მიმდინარეობისას მოედანზე შეიჭრა ამერიკელი მოდელი კინსი ვოლანსკი რომელმაც რამდენიმე საათში ინსტაგრამზე მილიონობით გამომწერი მოაგროვა.

აღნიშნულის შესახებ მოდელმა მედიის წარმომადგენლებთამ ისაუბრა და განაცხადა, რომ მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში "ლივერპულის" ფეხბურთელებისგან დიდი აქტიურობა მიიღო.

"ვერ წარმოიდგენთ ვინ მწერს. სოციალურ ქსელში "ლივერპულის" ფეხბურთელებისგან მესიჯები მივიღე. ზოგმა ფეხბურთელმა გულის ემოჯი მომწერა, ზოგმა კი მითხრა, რომ თამაშზე დამინახა, თუმცა მე არც კი ვიცოდი ვინ იყვნენ, სანამ სოციალურ ქსელში მათი პროფილები არ შევამოწმე".

"მე მათთვის პასუხი არ დამიბრუნებია, რადგან მეგობარი ბიჭი მყავს",-აღნიშნა მოდელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით