ვინისიუსი: "ის ჩემი იდეალია"

9-08-2019, 20:23

მადრიდის "რეალის" ბრაზილიელმა შემტევმა ვინისიუსმა ჟურნალისტებთან საკუთარი კუმირის შესახებ ისაუბრა.

"ნეიმარი ჩემი იდეალია და ხშირად ვცდილობ, რომ მისნაირად ვითამაშო".

"ნეი მისი თამაშის ვიდეოებს მიგზავნის ხოლმე და მეუბნება - გააკეთე იგივე, ახალგაზრდავ. მას მოედანზე ისეთი რაღაცების კეთება შეუძლია, როგორიც სხვას არა".

"მის გარდა რონალდინიოს ვიდეოებს ვუყურებ ხოლმე და ვცდილობ, მისგან ბევრი რამ ვისწავლო. ის ჩემთვის მეორე იდეალია", - ციტირებს ვინისიუსის სიტყვებს Fox Sports-ი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით