დე ლაურენტისი: "ინტერი" ჩემი გუნდის დაშლას ცდილობს"

9-06-2019, 18:52

იტალიური "ნაპოლის"  პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მედიის წარმომადგენლებთან კლუბში მიმდინარე მოვლენების შესახებ ისაუბრა.

"ჩემი შტაბის მიერ გაანალიზებული ინფორმაციის თანახმად, "ინტერი" საუკეთესო ფეხბურთელების წართმევით ჩემი გუნდის დაშლას გეგმავს. თუმცა მე მათი გაყიდვის არანაირი სურვილი არ გამაჩნია – არც ზელინსკის და არც ინსინიესი".

"მაგალითისთვის, ლორენცო ინსინიე ნებისმიერ ევროპულ გრანდს დაამშვენებდა, თუმცა ახლა ის "ნაპოლის" ღირსებას იცავდა და თავს ბედნიერად გრძნობს".

"ჩვენ სუპერმარკეტი ნამდვილად არ ვართ. ბევრ ევროპულ კლუბს სურს ჩვენი ფეხბურთელების ყიდვა, თუმცა ისინი უბრალოდ არ იყიდებიან", – განაცხადა ლაურენტისმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით