"იუვენტუსმა" ახალ მწვრთნელს 3 წლიანი კონტრაქტი გაუმზადა - ყველაფერი გადაწყვეტილია

9-06-2019, 20:59

როგორც ცნობილი გამოცემა The Guardian იტყობინებამ ლონდონის "ჩელსის" სპეციალისტი მაურისიო სარი ტურინის "იუვენტუსთან" 3 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

წყაროს ცნობით, სარის აგენტი "არისტოკრატების" ხელმძღვანელობას შეხვდა. ასე რომ, იტალიელი სპეციალისტის იტალიაში დაბრუნება, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია.

საპირისპიროდ, შესაძლოა, რომ "ჩელსის" მწვრთნელად "ბებერი ქალბატონის" ყოფილი დამრიგებელი, მასიმილიანო ალეგრი მოგვევლინოს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით