"ატლეტიკო" "მილანის" ფეხბურთელის გადაბირებას ცდილობს

9-08-2019, 22:37

როგორც გავლენიანი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი იტყობინება, მადრიდის "ატლეტიკო" სუსო ფერნანდესის შეძენას ცდილობს.

"როხიბლანკო" ანტუან გრიზმანის შემცვლელის ძიებაშია და ერთ-ერთ ვარიანტად ესპანელი გარემარბი განიხილება.

რამდენიმე კვირის წინ სუსო "მილანთან" კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოს იყო, რისი მიხედვითაც მისი გამოსასყდიდი თანხა და ანაზღაურება საგრძნობლად გაიზრდებოდა, თუმცა მოლაპარაკებები მოულოდნელად შეჩერდა. მიზეზი დიდი ალბათობით ლეონარდოა.

სუსომ გასულ სეზონში "როსონერის" მაისურით მოედანზე 35-ჯერ იასპარეზა და შვიდი გოლის გატანა შეძლო, ხოლო თანაგუნდელებს ათჯერ გაატანინა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით