"მილანმა" დონარუმას ფასი დაადო

9-06-2019, 21:07

იტალიურ პრესაშ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "მილანი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ახალგაზრდა მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას გაყიდვას გეგმავს.

როგორც მოგეხსენებათ, უკვე დიდი ხანია იწერება, რომ 20 წლის მეკარისთვის "მანჩესტერ იუნაიტედი" და "პსჟ" იბრძვიან.

"როსონერი" მზადაა დონარუმას 60 მილიონ ფუნტად შეელიოს. მის შემცვლელად "იუვენტუსის" კარის დარაჯი, მატია პერინი განიხილება.

გასულ სეზონში დონარუმამ "მილანის" ღირსება 39 შეხვედრაში დაიცვა და 32 გოლი გაუშვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით