დენი როუზი: "არ ვიცი მომდევნო სეზონში სად ვიქნები"

10-06-2019, 01:24

ლონდონის "ტოტენჰემის" ინგლისელი მარცხენა მცველი, დენი როუზი, მის მომავალზე საუბრობს:

"სიმართლე რომ გითხრათ, ახლა თავს საკმაოდ ცუდად ვგრძნობ, ჩემპიონთა ლიგის ფინალის დათმობის შემდეგ, ერთა ლიგის 1/2 ფინალურ ეტაპზეც დავმარცხდი, რამაც ჩემზე დიდი გავლენა იქონია."

"სწორედ ამიტომაც, ამჟამად ერთგვარ გაურკვევლობაში ვარ და არც ის ვიცი თუ მომდევნო სეზონში სად ვიქნები, გადაწყვეტილებას სავარაუდოდ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე მივიღებ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 28 წლის ფეხბურთელის გადაბირებით ყველაზე მეტად, "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: “სწორედ ამიტომ ვერ მოვუგეთ ირლანდიას”

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით